მუხლი 13^1
1. ამ თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მისი ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება .
2. ამ თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების გარდა, საჯარო მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიებისათვის ან/და ცალკეული საჯარო დაწესებულებებისათვის შეიძლება დაწესდეს საჯარო მოსამსახურის ქცევის სპეციალური წესები.
3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთათვის საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი და სპეციალური წესების ხელმისაწვდომობა და გაცნობა.
4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი და სპეციალური წესები.
5. საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია თავისი უშუალო ხელმძღვანელის წინაშე, თუ კანონით ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით (რეგლამენტით) ან ამ საჯარო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
