მუხლი 21^2
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო 2009 წლის 1 აგვისტოდან . სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ .
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2009 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს რეორგანიზაცია . ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს უფლებამონაცვლე .
3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2009 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა .
4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას .
5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის .
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის .
7. 2009 წლის 1 აგვისტომდე თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ .
