Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებმუხლი 35

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 35

რედაქცია №52 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ: ა) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ლიკვიდაცია და სახელმწიფო დეპარტამენტების რეორგანიზაცია ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

2.ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით 2 კვირის ვადაში შეიქმნას სამსახურის სალიკვიდაციო კომისია. სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების განაწილება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.

3.ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნეს სახელმწიფო დეპარტამენტები სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებად და განხორციელდეს მათი შესაბამისი სამინისტროებისათვის გადაცემა: ა) (ამოღებულია); ბ ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №449); გ) (ამოღებულია); დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მატერიალური რეზერვებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტები; ე) შეიქმნას ეკონომიკის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სტატისტიკის, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტები; ვ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მიწის (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიების, ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწებისა) მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების შეცვლის ფუნქცია, ასევე საარქივო და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის კონსოლიდაციისა და ნიადაგის ხარისხობრივ შეფასებას (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნას, მიწის რაციონალურად გამოყენებას, ნაყოფიერების აღდგენასა და შენარჩუნებას, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას, გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს; ზ) შეიქმნას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტები; თ) (ამოღებულია - 29.11.2013, №1687); ი) შეიქმნას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს ენის სახელმწიფო პალატა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

4.(ამოღებულია - 04.10.2013, №1463).

5.ლიკვიდირებულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია და მისი ფუნქციები გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

6.მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრისა და შემდგომი დაქვემდებარების შესახებ.

7.მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში პარლამენტში წარმოადგინოს ამ კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციისა და ფუნქციათა გადანაწილების განსახორციელებლად აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე აღნიშნული დაწესებულებები განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

8.ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალოს ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.

9.ამ მუხლით გათვალისწინებული, ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს.

10.რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ბუნებრივი რესურსების  (გარდა ნავთობისა და გაზისა) მართვის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროებში.

11.საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გარემოს ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

12.საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი აქტების გამოცემამდე. ამასთანავე, ზემოაღნიშნულ აქტებში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს.

13.ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება.

14.საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ და მათ სისტემაში შემავალმა შესაბამისმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

15.ამ  პუნქტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში: ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცება; ბ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცება. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №195 - სსმ I, №17 07.07.2004 წ., მუხ.58 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185 საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №777 - სსმ I, №42 31.12.2004 წ., მუხ.215 საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1071 - სსმ I, №11 29.03.2005 წ., მუხ.70 საქართველოს 2006 წლის 17 თებერვლის კანონი №2656 - სსმ I, №6 24.02.2006 წ., მუხ.49 საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5567 - სსმ I, №45 21.12.2007 წ., მუხ.394 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №449 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1687 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 11 ივნ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2013 – 1 იან. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 16 დეკ. 2013
  2. 22 ოქტ. 2013

    35-ე მუხლის მე-4 პუნქტი მთლიანად ამოღებულია.

  3. 5 აპრ. 2013

    35-ე მუხლის მე-3 პუნქტში „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსი ამოღებულია და მიწის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებიდან გარემოს სამინისტროსთვის გადასაცემი ნაწილი ამოღებულია. დაემატა მე-10–მე-15 პუნქტები სამინისტროების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის და დებულებების დამტკიცების ვადის შესახებ.

  4. 1 სექ. 2011· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2011

    35-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტში კონკრეტულ სამინისტროსთვის გადაცემა შეიცვალა მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამინისტროს განსაზღვრით; დეპარტამენტის სახელწოდებისა და სტატუსის შეცვლაც შესაძლებელია.

  5. 21 დეკ. 2007

    35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მიწის კატეგორიის შეცვლის ფუნქცია გადანაწილდა: მიზნობრივი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა გადაეცა იუსტიციის სამინისტროს, ხოლო სარეკრეაციო ტერიტორიებისა და თბილისისა და ბათუმის საზღვრებში მოქცეული მიწებისა — გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს; სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის შეცვლა ამოღებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციებიდან.

  6. 24 თებ. 2006

    „ბ“ ქვეპუნქტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადასაცემ სახელმწიფო დეპარტამენტთა ჩამონათვალს დაემატა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი; დანარჩენი დეპარტამენტები უცვლელია.

  7. 29 მარ. 2005

    „ვ“ ქვეპუნქტში მიწის მართვის დეპარტამენტის უფლებამოსილებები გაიყო ორ სამინისტროს შორის: კონსოლიდაციის, ნიადაგის შეფასების, ნაყოფიერებისა და კატეგორიის შეცვლის ფუნქციები სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცემა, სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ჩამოთვლილი ფუნქციები — გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

  8. 31 დეკ. 2004

    35-ე მუხლის მე-5 პუნქტში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის ფუნქციების მიმღები ორგანო შეიცვალა: ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა.

  9. 25 დეკ. 2004

    35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მმართველობაში გადასცემდა, ამოღებულია.

  10. 7 ივლ. 2004

    35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულია: აღარ არის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს შექმნა და მასში ზემოაღნიშნული სამინისტროებისა და დეპარტამენტების გაერთიანება ან გადაცემა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 36

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №52

  • 10 ცვლილება · ბოლო 16 დეკ. 2013
  • 17 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 5

„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • 2გარდამავალი დებულებანი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 21²

„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • 2

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 104საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 70საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაცია და უფლებამონაცვლეობა

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 46ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
  • 1კანონის რეგულირების სფერო

პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

  • 8 (დანართი 1)საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცედურა და ვადები

„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • 2

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 14ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

  • 38

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5143821²4611048 (და…2702235
მნიშვნელობით ახლოსეროვნული უშიშროების სა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს ეროვნული ს…საჯარო სამსახურის შესა…სამოქალაქო უსაფრთხოები…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №52 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026