საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 37. შესაბამისი ინფორმაციის და არსებითი მტკიცებულების შეგროვება და შესწავლა

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ყველა ზომა უნდა მიიღოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის და ხელმისაწვდომი არსებითი მტკიცებულების შესაგროვებლად.

2.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს როგორც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მოპოვებული ზეპირი ინფორმაცია ან დოკუმენტური მტკიცებულება, ისე თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ზეპირი ინფორმაცია ან დოკუმენტური მტკიცებულება.

3.უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გააანალიზოს და შეაფასოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ.

4.საერთაშორისო დაცვის თაობაზე გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ თავშესაფრის მაძიებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ყველა ზომა უნდა მიიღოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის და ხელმისაწვდომი არსებითი მტკიცებულების შესაგროვებლად. 2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს როგორც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მოპოვებული ზეპირი ინფორმაცია ან დოკუმენტური მტკიცებულება, ისე თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ზეპირი ინფორმაცია ან დოკუმენტური მტკიცებულება. 3. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გააანალიზოს და შეაფასოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ. 4. საერთაშორისო დაცვის თაობაზე გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ თავშესაფრის მაძიებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
222121¹¹⁸231783¹7052¹66¹43364237
მნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სახალხო და…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…