Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 42

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 42. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და შეფასება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ინდივიდუალურად და ფასდება წარდგენილ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული არსებითი ფაქტები, რომლებიც ეხება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ვინაობას, წარმოშობის ქვეყანას, სამგზავრო დოკუმენტებს, მგზავრობის მარშრუტს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საფუძველს და ამ საფუძველთან დაკავშირებით დედნის სახით წარდგენილ დოკუმენტაციას.

2.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროისთვის არსებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა, წარმოშობის ქვეყანაში არსებული მარეგულირებელი ნორმები და მათი აღსრულების მეთოდები); ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებები და დოკუმენტაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა იგი წარსულში ან გახდება თუ არა მომავალში დევნის ან სერიოზული ზიანის მსხვერპლი; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ინდივიდუალური მდგომარეობა და გარემოებები (მათ შორის, წარმომავლობა, სქესი და ასაკი), იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შეიძლება იყოს დევნა ან სერიოზული ზიანი ის ქმედება, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ან შეიძლება აღმოჩნდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი პირადი გარემოებების საფუძველზე; დ) იყო თუ არა წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ქმედებების ერთადერთი ან მთავარი მიზანი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის საფუძვლის შექმნა, იმის შესაფასებლად, შეუქმნის თუ არა მას ეს ქმედებები დევნის ან სერიოზული ზიანის საფრთხეს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში.

3.ის ფაქტი, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი წარსულში იდევნებოდა, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების პირდაპირი მუქარა, დევნის საფუძვლიანი შიშისთვის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი არ განმეორდება.

4.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დევნის საფუძვლიანი შიშის ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის შეფასებისას უფლებამოსილი თანამდებობის პირი უნდა დაეყრდნოს იმ გარემოებებს, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაში წარმოიქმნა უშუალოდ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ ამ ქვეყნის დატოვებამდე ან მისი დატოვების შემდეგ.

5.თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ცალკეული გარემოებები შესაბამისი დოკუმენტებით ან სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ასეთ გარემოებებს არ სჭირდება დამტკიცება შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში: ა) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასასაბუთებლად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა; ბ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა წარადგინა საქმის განხილვისთვის მნიშვნელოვანი ყველა ინფორმაცია, ამასთანავე, დამაკმაყოფილებლად ახსნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის არარსებობა; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია თანამიმდევრულია, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციას; დ) უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე, თუ მან არ მიუთითა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემაფერხებელი მიზეზი; ე) დადგინდა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ზოგადი სანდოობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 41შემდეგი მუხლი 43

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გენოციდი (მუხლი 407) - დაცვა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №2

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30მუხლი 32მუხლი 33

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 43საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესწავლა
  • 32საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა
  • 30ძირითადი პროცედურული სტანდარტები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი
  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით
  • 66დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁶საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა
  • 21¹¹⁸სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მხარეებისთვის ჩაბარების წესი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 21თხოვნის შინაარსი და თანდართული მასალები
  • 22თხოვნა ძებნისა და დაკავების თაობაზე. მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 45უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
212221¹¹⁶21¹¹⁴21¹¹⁸4552¹66¹663032334342
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის საერ…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026