საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 43. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესწავლა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა მოიპოვოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაფასებლად საჭირო ინფორმაცია და ხელმისაწვდომი არსებითი მტკიცებულებები.

2.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა შეფასდეს როგორც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტური მტკიცებულება, ისე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და დედნის სახით წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულება (მისი არსებობის შემთხვევაში).

3.უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია.

4.საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ჩაბარების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ანდა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია. [ 5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის, ანკეტირების ან/და გასაუბრების მასალები, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ანდა მის კანონიერ წარმომადგენელს ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს გადაეცემა მხოლოდ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ჩაბარების შემდეგ. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2221921¹¹⁶21¹¹⁴21¹¹⁸52¹66¹41¹42483643
მნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…სისხლის სამართლის საერ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა