Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21¹¹⁸

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹¹⁸. სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მხარეებისთვის ჩაბარების წესი

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:საერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლიკომერციული სასამართლო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების გამოტანის შემდეგ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სასამართლო უწყებას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს აბარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც სასამართლოს სარჩელით პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდში მიმართა ან/და რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მიღების მომენტისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

4.თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს.

5.თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულებიდან ან დროებითი განთავსების ცენტრიდან/დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ მის სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას სასამართლოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს არ წარუდგენს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ან განჩინება ძალაში შედის მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში.

6.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სასამართლოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება/სასამართლო განჩინება ძალაში შედის მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ. თავი VII 31 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №112 · ძალაშია 15 ოქტ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 1 ოქტ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21¹¹⁷შემდეგი მუხლი 21¹¹⁹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასამართლო უწყებების ჩაბარება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 2 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21¹¹⁵მუხლი 21¹¹⁶მუხლი 21⁸⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²⁸სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების წესი
  • 21¹¹⁹მოსამართლის ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ
  • 21¹²⁹მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 59სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და სასამართლო უწყების პირისთვის ჩაბარების წესი
  • 58უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი
  • 55სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 63²უცხოელისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და ბრძანების ჩაბარების წესი
  • 56¹უცხოელთან კომუნიკაციისა და მისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი
  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 25¹თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება
  • 47გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 49¹უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁵21¹¹⁶21⁸⁴21¹²⁸21¹¹⁹21¹²⁹63²56¹66¹25¹4749¹59585521¹¹⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026