„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
მუხლი 12. საჯარო დაწესებულების უფლება-მოვალეობები
საჯარო დაწესებულების უფლება-მოვალეობებია: ა) გამოაცხადოს კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე; ბ) კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება; გ) აღმოფხვრას ბიუროს მიერ დადგენილი ხარვეზი კონკურსის შესახებ შეტყობინების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში; დ) ასახოს კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში; ე) შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ბიუროსა და კანდიდატებს; ვ) განახორციელოს ღია ან/და დახურულ კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.
