როფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
მუხლი 10. ბიუროს უფლება-მოვალეობანი
1. ბიურო: ა) ხელს უწყობს საჯარო სამსახურში შეფასების პოლიტიკის განსაზღვრას და უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარების გაწევას; ბ) საჭიროების შემთხვევაში, შეფასების დახვეწის მიზნით, გასცემს რეკომენდაციებს; გ) უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში, შეისწავლოს საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე შეფასების დანერგვისა და განხორციელების პროცესი; დ) უფლებამოსილია, სრულად ან შერჩევითად გამოითხოვოს შეფასების პროცესთან დაკავშირებული ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია; ე) უფლებამოსილია, ჩაატაროს კვლევა საჯარო დაწესებულებებში შეფასების პროცესის ანალიზისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით; ვ) უფლებამოსილია, საჯარო დაწესებულებიდან ანგარიშის მიღების შემდეგ, გააანალიზოს და განაზოგადოს საჯარო დაწესებულებებში ჩატარებული შეფასების პროცესი და შედეგები, საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს რეკომენდაციები აღნიშნული პროცესის გაუმჯობესების მიზნით; ზ) უფლებამოსილია, განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
2. საჯარო დაწესებულების მიერ შერჩეული შეფასების მეთოდი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები ინფორმაციის სახით ეცნობება ბიუროს. თავი II. შეფასება
