საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 11 (დანართი 1). მთავრობის ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მთავრობის ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობებია: ა) შეამოწმოს გამოსაცხადებელი ვაკანტური პოზიციისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა დარგობრივი პროფესიული კავშირის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლისა  და დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტის ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე; გ) კანდიდატის მიმართვის შემთხვევაში, მიიღოს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება; დ) მონიტორინგი გაუწიოს საჯარო დაწესებულებებში ღია და დახურული კონკურსის მიმდინარეობის პროცესს; ე) მონიტორინგის წარმოების მიზნით, ჩართოს თავისი წარმომადგენელი ნებისმიერი საჯარო დაწესებულების ღია და დახურულ კონკურსში; ვ) უზრუნველყოს ამ წესის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზი; ზ) ასახოს ღია ან დახურული კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის წარსადგენ ანგარიშში; თ) ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, გაუწიოს მეთოდური დახმარება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებს; ი) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13524¹7521223512 (დ…25 (დ…13 (დ…10 (დ…2211 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…პროფესიული საჯარო მოხე…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს მთავრობის …ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა