საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 25 (დანართი 1). მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ჩართულობა ღია და დახურულ კონკურსში

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე კონკურსს ან/და გამოითხოვოს კონკურსის პროცესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მონიტორინგის მიზნით.

2.მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კონკურსში შესაძლებელია ჩაერთოს საჯარო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის/ შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

3.მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი, საჯარო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის კონკურსზე დასწრების საკითხს წყვეტს საჭიროებიდან გამომდინარე.

4.მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, კონკურსის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ამზადებს ანგარიშს საჯარო სამსახურში კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და წარუდგენს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს/შესაბამის უფლებამოსილ პირს.

5.მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, კონკურსის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო დაწესებულებას, კონკურსის პროცესის გაუმჯობესებისა და ერთიანი სტანდარტით წარმართვის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ. თავი II 1 . შიდა კონკურსი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 24.03.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1324¹2775361173514 (დ…25⁸ (…11 (დ…9 (და…10 (დ…25 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…საჯარო სამსახურის შესა…პროფესიული საჯარო მოხე…საქართველოს ზოგადი ადმ…პროფესიული საჯარო მოხე…საქართველოს მთავრობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა