საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 22. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებები საჯარო სამსახურის სფეროში

რედაქცია №75 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი: ა) შეიმუშავებს და საჯარო სამსახურის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიურ სამუშაო გეგმას; ბ) საჯარო სამსახურის საბჭოს წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტებს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს და გასცემს რეკომენდაციებს.

3.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რეკომენდაციები გაიცემა ამ კანონის 21-ე მუხლის „ა“, „გ“–„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

4.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება გამოიცემა ამ კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2210 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2283 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი: ა) შეიმუშავებს და საჯარო სამსახურის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს  წლიურ სამუშაო გეგმას; ბ) საჯარო სამსახურის საბჭოს წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტებს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს და გასცემს რეკომენდაციებს. 3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რეკომენდაციები გაიცემა ამ კანონის 21-ე მუხლის „ა“, „გ“–„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება გამოიცემა ამ კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის  კანონი  №1157  - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2210 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2283 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2025 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13326621202311 (დ…10 (დ…1513722
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს მთავრობის …საქართველოს სახელმწიფო…საჯარო სამსახურში კონკ…პროფესიული საჯარო მოხე…საქართველოს განათლების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №75 · ბოლოს შემოწმდა