მთავრობის ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობებია: ა) შეამოწმოს გამოსაცხადებელი ვაკანტური პოზიციისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა დარგობრივი პროფესიული კავშირის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლისა და დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტის ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე; გ) კანდიდატის მიმართვის შემთხვევაში, მიიღოს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება; დ) მონიტორინგი გაუწიოს საჯარო დაწესებულებებში ღია და დახურული კონკურსის მიმდინარეობის პროცესს; ე) მონიტორინგის წარმოების მიზნით, ჩართოს თავისი წარმომადგენელი ნებისმიერი საჯარო დაწესებულების ღია და დახურულ კონკურსში; ვ) უზრუნველყოს ამ წესის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზი; ზ) ასახოს ღია ან დახურული კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის წარსადგენ ანგარიშში; თ) ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, გაუწიოს მეთოდური დახმარება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებს; ი) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ
მუხლი 11 (დანართი 1). მთავრობის ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №4 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

