ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 14. საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელები.

2.ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლით დადგენილი წესით.

3.საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ ღია კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, აცხადებს საქსტატი, ხოლო საბჭოს წევრობის კანდიდატებს არჩევს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია.

4.დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის ჩატარების წესი და საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5.(ამოღებულია - 01.04.2026, №1479).

6.(ამოღებულია - 01.04.2026, №1479) .

7.(ამოღებულია - 01.04.2026, №1479) .

8.აღმასრულებელი დირექტორის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.

9.აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, გახდეს საბჭოს წევრი ამ თავით დადგენილი წესით.

10.ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.

11.ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

12.საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ ღია კონკურსში. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №544 – ვებგვერდი, 14.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1479 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 14 მაი. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23³924¹719197111452084101314
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…მაუწყებლობის შესახებდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა