საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 2 (დანართი 1). კონკურსის არსი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონკურსი არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით.

2.კონკურსის სახეებია: ღია, დახურული, შიდა კონკურსი და გამარტივებული საჯარო კონკურსი.

3.საუკეთესო კანდიდატი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა მხოლოდ ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა ან დახურული კონკურსის გამოცხადების საკითხს წყვეტს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.

4.საუკეთესო კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეირჩევა, როგორც წესი, გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე.

4¹.საჯარო სამსახურში პირი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, როგორც წესი, უკონკურსოდ მიიღება. საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, კანდიდატი შესაძლებელია, შეირჩეს ამ წესის მე-3 თავით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დაკავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 მაისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 16.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 24.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17²11⁸11⁴11834354125¹ (…5 (და…26 (დ…145122 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…საჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…დიპლომატიური სამსახური…აჭარის ავტონომიური რეს…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა