საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 20 (დანართი 1). ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.

2.ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, კომისიის დავალებით, უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული.

3.საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ადგენს განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

4.განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი სა ოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.

5.ღია და დახურული კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, კომისია ვალდებულია, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.

6.კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია ვალდებულ ია კანდიდატისათვის გაგზავნილ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მისი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის  მიზეზი.

7.კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა ღია ან დახურული კონკურსის პირველი ეტაპი, უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით  გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციას განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით.

8.მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია, კანდიდატის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის კომისიასა და კანდიდატს.

9.თუ მთავრობის ადმინისტრაცია დაადგენს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას, კომისია ვალდებულია კანდიდატი დაუშვას კონკურსის მომდევნო ეტაპზე. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 მაისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 16.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁸9192040413919 (დ…21 (დ…7 (და…277 (და…20 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…საჯარო სამსახურის შესა…სახელმწიფო შესყიდვების…დანაშაულის პრევენციის,…მაუწყებლობის შესახებსაჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა