პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 8¹ (დანართი 1). საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 31 მარ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოხელის შეფასების განხორციელების შემდეგ, მოხელის/ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში მიმართვის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

2.მოხელის შეფასების განხორციელების შემდეგ, მოხელის მიმართვის შემთხვევაში, შეფასების შედეგის განხილვის ან გასაჩივრების შემთხვევაში, შესაძლებელია, ჩაერთოს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი.

3.საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, მოხელის შეფასების შედეგების გადახედვის შემთხვევაში, უფლება აქვს: ა) გაეცნოს შეფასების პროცესში შექმნილ მასალებს; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა; გ) დამატებითი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გაესაუბროს მოხელეს; დ) კანონიერად, ობიექტურად, მოხელის უფლებების შეულახავად, განახორციელოს შეფასების შედეგების შეცვლა ან დატოვოს უცვლელი; ე) განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13³48534314 (დ…12 (დ…11 (დ…8 (და…6 (და…16 (დ…9 (და…20 (დ…8¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული საჯარო მოხე…საჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურში კონკ…პროფესიული საჯარო მოხე…პროფესიული საჯარო მოხე…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა