პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 9 (დანართი 1). ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეულის/პირის უფლებამოსილება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 31 მარ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შეფასების პროცესში მონაწილე ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულს/პირს უფლება აქვს: ა) გაეცნოს შეფასების პროცესში შექმნილ მასალებს; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა; გ) აწარმოოს დაკვირვება შეფასების პროცესის კანონიერად მიმდინარეობაზე და საჭიროების შემთხვევაში, შუამდგომლობით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით; დ) განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2.შეფასების პროცესში მონაწილე ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი  ვალდებულია: ა) კანონიერად, ობიექტურად, შესაფასებელი მოხელის უფლებების შეულახავად განახორციელოს შეფასების პროცესში ჩართულობა; ბ) დადგენილი წესით, მიაწოდოს ინფორმაცია შესაფასებელ მოხელეს, მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს შეფასების მიმდინარეობისა  და შეფასების შედეგების შესახებ; გ) აცნობოს შეფასების შედეგები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (შემდგომში − ადმინისტრაცია); დ) დროულად და სისტემატურად აწარმოოს დაკვირვება შეფასების პროცესის მიმდინარეობაზე; ე) შეისწავლოს და განაზოგადოს მოხელის შეფასებასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და მეთოდური დახმარება გაუწიოს შეფასების პროცესის მონაწილეებს, შეფასების პროცესის გაუმჯობესების მიზნით. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
252823 (დ…24 (დ…24534811 (დ…7 (და…6 (და…8¹ (დ…16 (დ…9 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული საჯარო მოხე…საჯარო სამსახურის შესა…სახელმწიფო შიდა ფინანს…საჯარო სამსახურში კონკ…პროფესიული საჯარო მოხე…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა