შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 20. საქართველოში შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირმა, რომელსაც სურს საქართველოში ან/ და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა, უნდა გაიაროს სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, რომლის მიზანია შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ- ჩვევების შეძენა.

2.სავალდებულო მოსამზადებელი კურსის პროგრამა, კურსის ხანგრძლივობა, კურსის გავლის წესი, კურსის საფასური და კურსთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3.განსხვავებული საჭიროების მქონე გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი თავისუფლდება სავალდებულო მოსამზადებელი კურსის საფასურის გადახდისაგან.

4.შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი, რომლის ფორმას სააგენტოს დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს.

5.იმ მშვილებელს, რომელმაც გაიარა სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, მიიღო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შვილად აიყვანა ბავშვი, მეორე ან მეორისშემდგომი ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში კურსის გავლა აღარ მოეთხოვება, ხოლო იმ პირმა, რომელსაც ჰყავს ბიოლოგიური შვილი და გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანა სურს, უნდა გაიაროს სავალდებულო მოსამზადებელი კურსი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირმა, რომელსაც სურს საქართველოში ან/ და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა, უნდა გაიაროს სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, რომლის მიზანია შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ- ჩვევების შეძენა. 2. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის პროგრამა, კურსის ხანგრძლივობა, კურსის გავლის წესი, კურსის საფასური და კურსთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. განსხვავებული საჭიროების მქონე გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი თავისუფლდება სავალდებულო მოსამზადებელი კურსის საფასურის გადახდისაგან. 4. შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი, რომლის ფორმას სააგენტოს დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს. 5. იმ მშვილებელს, რომელმაც გაიარა სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, მიიღო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შვილად აიყვანა ბავშვი, მეორე ან მეორისშემდგომი ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში კურსის გავლა აღარ მოეთხოვება, ხოლო იმ პირმა, რომელსაც ჰყავს ბიოლოგიური შვილი და გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანა სურს, უნდა გაიაროს სავალდებულო მოსამზადებელი კურსი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34¹350125512541245145216 (და…8133471520
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოში გაცემული …საქართველოში ბინადრობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა