შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 21. გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სააგენტო. რეესტრში თავმოყრილია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემები.

2.ბავშვის რეესტრში აღრიცხვა არ ნიშნავს, რომ მისთვის აუცილებლად მოინახება მშვილებელი. მშვილებლის რეესტრში აღრიცხვა არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად შეეთავაზება გასაშვილებელი ბავშვი.

3.რეესტრში თავმოყრილი მონაცემები ხელმისაწვდომია რეესტრის უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებსაც სააგენტოს დირექტორი ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრავს.

4.იმ გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები, რომელიც ექვემდებარება უცხო ქვეყანაში შვილად აყვანას, მიეწოდება მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

5.რეესტრის წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სააგენტო. რეესტრში თავმოყრილია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემები. 2. ბავშვის რეესტრში აღრიცხვა არ ნიშნავს, რომ მისთვის აუცილებლად მოინახება მშვილებელი. მშვილებლის რეესტრში აღრიცხვა არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად შეეთავაზება გასაშვილებელი ბავშვი. 3. რეესტრში თავმოყრილი მონაცემები ხელმისაწვდომია რეესტრის უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებსაც სააგენტოს დირექტორი ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრავს. 4. იმ გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები, რომელიც ექვემდებარება უცხო ქვეყანაში შვილად აყვანას, მიეწოდება მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მათი მოთხოვნის შემთხვევაში. 5. რეესტრის წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
261245125412392174728264910921
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…კონვენცია ბავშვის უფლე…საექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა