შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 19. საქართველოში მშვილებლად დასარეგისტრირებლად მიმართვა და წარსადგენი დოკუმენტები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი უნდა წარუდგინოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2.შვილად აყვანის მსურველმა პირმა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს განაცხადთან ერთად უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ქორწინების მოწმობის ასლი – ქორწინების შემთხვევაში; განქორწინების მოწმობის ასლი – განქორწინების შემთხვევაში; გარდაცვალების მოწმობის ასლი – მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა; დ) სამედიცინო- ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა ( თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს ამ ინფორმაციას); ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება მშვილებლად რეგისტრაციის მსურველი პირის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილება. ამასთანავე, მან მშვილებლად რეგისტრაციის შემდეგ, ყოველ მომდევნო წელს უნდა გაიაროს ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოიხსნება აღრიცხვიდან; [ ე) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტები, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება სტაბილური ოჯახური გარემოს და ბავშვის სათანადოდ მოვლისთვის, აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა; ზ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა; თ) შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.

3.განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, სქესისა და წარმომავლობის შესახებ და სხვა მონაცემებს. ეს ინფორმაცია დასტურდება სპეციალური ფორმით, რომელსაც სააგენტოს დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს.

4.მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო შვილად აყვანის მსურველი პირის განაცხადისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იღებს გადაწყვეტილებას პირის მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ/ პირის მშვილებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და მას აღნიშნულ პირს აცნობებს.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირზე. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი უნდა წარუდგინოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. შვილად აყვანის მსურველმა პირმა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს განაცხადთან ერთად უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ქორწინების მოწმობის ასლი – ქორწინების შემთხვევაში; განქორწინების მოწმობის ასლი – განქორწინების შემთხვევაში; გარდაცვალების მოწმობის ასლი – მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა; დ) სამედიცინო- ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა ( თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს ამ ინფორმაციას); ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება მშვილებლად რეგისტრაციის მსურველი პირის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილება. ამასთანავე, მან მშვილებლად რეგისტრაციის შემდეგ, ყოველ მომდევნო წელს უნდა გაიაროს ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოიხსნება აღრიცხვიდან; [ ე) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტები, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება სტაბილური ოჯახური გარემოს და ბავშვის სათანადოდ მოვლისთვის, აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა; ზ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა; თ) შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი. 3. განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, სქესისა და წარმომავლობის შესახებ და სხვა მონაცემებს. ეს ინფორმაცია დასტურდება სპეციალური ფორმით, რომელსაც სააგენტოს დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს. 4. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო შვილად აყვანის მსურველი პირის განაცხადისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იღებს გადაწყვეტილებას პირის მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ/ პირის მშვილებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და მას აღნიშნულ პირს აცნობებს. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირზე. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 26 ივნ. 2026

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43501712451254125510 (დ…7 (და…10¹ (…1723814733819
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოში ბინადრობი…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს მოქალაქეთა…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა