1.თუ
მიმღები
სახელმწიფოს
კომპეტენტური
ორგანო
დაადგენს,
რომ
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრები
ბავშვის
შვილად
აყვანის
მსურველი
მიმღებ
სახელმწიფოში
მუდმივად
მცხოვრები
პირები (
პირი)
აკმაყოფილებენ (
აკმაყოფილებს)
ამ
მუხლით
დადგენილ
მოთხოვნებს
და
მზად
არიან (
არის)
ბავშვის
შვილად
აყვანისთვის,
იგი
ცენტრალურ
ორგანოს
უგზავნის
ანგარიშს.
ეს
ანგარიში
უნდა
შეიცავდეს
ინფორმაციას
შვილად
აყვანის
მსურველი
პირების (
პირის)
ვინაობის,
წარმომავლობის,
სოციალური
გარემოს,
კანონთან
კონფლიქტის
არსებობის/
არარსებობის,
სამედიცინო
ისტორიის,
ბავშვის
შვილად
აყვანისთვის
საჭირო
უნარების
და
სასურველი
შვილად
ასაყვანი
ბავშვის
მახასიათებლების (
ჯანმრთელობის
მდგომარეობა,
ასაკი,
სქესი,
რელიგიური
კუთვნილება,
წარმომავლობა,
ეროვნება)
შესახებ.
2.ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ
ანგარიშს
უნდა
დაერთოს:
ა)
შვილად
აყვანის
მსურველი
პირების (
პირის)
საიდენტიფიკაციო
დოკუმენტების (
პირადობის
მოწმობა
ან
პასპორტი)
ასლები;
ბ)
შვილად
აყვანის
მსურველი
პირების (
პირის)
შესაბამის
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
ცხოვრების
დამადასტურებელი
დოკუმენტი (
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში);
გ)
რეგისტრირებული
ქორწინების
დამადასტურებელი
დოკუმენტი –
მშვილებლების
მიერ
ბავშვის
შვილად
აყვანის
შემთხვევაში;
განქორწინების
დამადასტურებელი
დოკუმენტი –
მშვილებლების (
მშვილებლის)
განქორწინების
შემთხვევაში;
გარდაცვალების
დამადასტურებელი
დოკუმენტი –
მშვილებლის
მეუღლის
გარდაცვალების
შემთხვევაში;
დ)
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
დამადასტურებელი
დოკუმენტი;
ე)
მატერიალური/
ფინანსური
მდგომარეობის
დამადასტურებელი
დოკუმენტი;
ვ)
სამედიცინო-
ნარკოლოგიური
შემოწმების/
ნარკოტიკულ
ნივთიერებებზე
დამოკიდებულების
შესახებ
დოკუმენტი;
ზ)
ნასამართლობის
შესახებ
დოკუმენტი;
თუ
მშვილებლების (
მშვილებლის)
ოჯახში
სხვა
პირები
ცხოვრობენ –
მათი
ნასამართლობის
შესახებ
დოკუმენტები.
შესაბამისი
ინფორმაცია
შეიძლება
წარდგენილ
იქნეს
წარმოშობის
სახელმწიფოში
დადგენილი
წესით;
თ)
კომპეტენტური
ორგანოს
რეკომენდაცია
ბავშვის
შვილად
აყვანის
შესახებ;
ი)
შვილად
აყვანის
მსურველი
პირების (
პირის)
მიერ
სავალდებულო
მოსამზადებელი
კურსის
გავლის
დამადასტურებელი
დოკუმენტი (
თუ
მისი
გავლის
შესახებ
ანგარიშში
მითითებული
არ
არის).
3.ამ
მუხლის
პირველი
და
მე-2
პუნქტებით
გათვალისწინებული
დოკუმენტები
უნდა
იყოს
აპოსტილით
დამოწმებული
ან
ლეგალიზებული,
ქართულ
ენაზე
ნათარგმნი
და
სანოტარო
წესით
დამოწმებული,
გარდა
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
4.თუ
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრებ
პირებს (
პირს)
სურთ (
სურს)
შვილად
აიყვანონ (
აიყვანოს)
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრები
ბავშვი,
რომელიც
მათი (
მისი)
ნათესავია,
ცენტრალური
ორგანოსთვის
გაგზავნილ
ანგარიშს
უნდა
დაერთოს
ნათესაური
კავშირის
დამადასტურებელი
დოკუმენტი.
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოში ბინადრობი…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა