შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 15. შვილად აყვანის უპირატესი უფლება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს: ა) მშვილებელს, რომელსაც სურს შვილად თავისი მეუღლის შვილი აიყვანოს; ბ) მშვილებელს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონით დადგენილ პირთა წრიდან; გ) მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი; დ) მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული მინდობით აღსაზრდელი.

2.საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს შვილად აყვანისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

3.შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონის მე-3 მუხლის „ ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ პირთა წრიდან.

4.შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირის მიმართ არ მოქმედებს შვილად აყვანის რიგითობის პრინციპი.

5.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელებისას შვილად აყვანის უპირატესი უფლების გამოყენების შემთხვევაში ამ კანონით დადგენილი წესით ამზადებს დასკვნას.

6.საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მშვილებელს ( მშვილებლებს), რომელიც ( რომლებიც) იმავდროულად არის ( არიან) უცხო ქვეყნის მოქალაქე ( მოქალაქეები), რეესტრში აღრიცხულ გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვი არის საერთაშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი ან მშვილებელი ( მშვილებლები) არის ( არიან) გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ( ნათესავები) ამ კანონის მე-3 მუხლის „ ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ პირთა წრიდან.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ იმ მშვილებელ მეუღლეებზე, რომელთაგან ერთ- ერთი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

8.ბავშვის მშობლის ( მშობლების) ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ( მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) ან გარდაცვალების შემთხვევაში შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს იმ პირს, რომელზედაც ბავშვის მშობელმა ( მშობლებმა) მიუთითა ( მიუთითეს) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს: ა) მშვილებელს, რომელსაც სურს შვილად თავისი მეუღლის შვილი აიყვანოს; ბ) მშვილებელს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონით დადგენილ პირთა წრიდან; გ) მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი; დ) მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული მინდობით აღსაზრდელი. 2. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს შვილად აყვანისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 3. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონის მე-3 მუხლის „ ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ პირთა წრიდან. 4. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირის მიმართ არ მოქმედებს შვილად აყვანის რიგითობის პრინციპი. 5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელებისას შვილად აყვანის უპირატესი უფლების გამოყენების შემთხვევაში ამ კანონით დადგენილი წესით ამზადებს დასკვნას. 6. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მშვილებელს ( მშვილებლებს), რომელიც ( რომლებიც) იმავდროულად არის ( არიან) უცხო ქვეყნის მოქალაქე ( მოქალაქეები), რეესტრში აღრიცხულ გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვი არის საერთაშორისო შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი ან მშვილებელი ( მშვილებლები) არის ( არიან) გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ( ნათესავები) ამ კანონის მე-3 მუხლის „ ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ პირთა წრიდან. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ იმ მშვილებელ მეუღლეებზე, რომელთაგან ერთ- ერთი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. 8. ბავშვის მშობლის ( მშობლების) ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ( მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) ან გარდაცვალების შემთხვევაში შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს იმ პირს, რომელზედაც ბავშვის მშობელმა ( მშობლებმა) მიუთითა ( მიუთითეს) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35019¹125412451261145221173844515
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს კანონი ოჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა