შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 34. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ ანგარიშის მომზადება და წარმოშობის სახელმწიფოსთვის წარდგენა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ცენტრალური ორგანო ამზადებს უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის მსურველი, რეესტრში რეგისტრირებული საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მშვილებლების ( მშვილებლის) ვინაობის, წარმომავლობის, ოჯახის ისტორიის, სამედიცინო ისტორიის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე სოციალური გარემოს, შვილად აყვანის მოტივაციის, სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის მახასიათებლების, ასეთი ბავშვის აღზრდის უნარისა და სხვა საკითხების თაობაზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში მზადდება ცენტრალური ორგანოს მიერ დამტკიცებული ფორმით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს ცენტრალური ორგანო წარუდგენს წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

4.საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ ანგარიშის მომზადებისათვის და სხვა ადმინისტრაციული სამუშაოს შესრულებისათვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება საფასური.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცენტრალური ორგანო ამზადებს უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის მსურველი, რეესტრში რეგისტრირებული საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მშვილებლების ( მშვილებლის) ვინაობის, წარმომავლობის, ოჯახის ისტორიის, სამედიცინო ისტორიის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე სოციალური გარემოს, შვილად აყვანის მოტივაციის, სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის მახასიათებლების, ასეთი ბავშვის აღზრდის უნარისა და სხვა საკითხების თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში მზადდება ცენტრალური ორგანოს მიერ დამტკიცებული ფორმით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს ცენტრალური ორგანო წარუდგენს წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 4. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ ანგარიშის მომზადებისათვის და სხვა ადმინისტრაციული სამუშაოს შესრულებისათვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება საფასური.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4124412451445212210 (დ…7 (და…47495834
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოში ბინადრობი…საქართველოს სამოქალაქო…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…სამოქალაქო აქტების შეს…კონვენცია ბავშვის უფლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა