შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 58. საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) მიერ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ცენტრალური ორგანო ვალდებულია კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიში, თუ მხარეები შეთანხმდნენ ამაზე. მშვილებლები ( მშვილებელი) ვალდებული არიან ( ვალდებულია), ცენტრალურ ორგანოს ხელი შეუწყონ ( შეუწყოს) ამ ანგარიშის მომზადებაში.

2.უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) მიერ საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანიდან პირველი ორი წლის განმავლობაში 6 თვეში ერთხელ, ხოლო მესამე წელს – წელიწადში ერთხელ ცენტრალურ ორგანოს წარუდგინოს ანგარიში შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ, თუ მხარეები ანგარიშის უფრო ხშირად წარდგენაზე არ შეთანხმდნენ.

3.ბავშვის შვილად აყვანიდან სამი წლის შემდეგ ცენტრალურმა ორგანომ, საჭიროებისამებრ, შეიძლება მოითხოვოს მისთვის შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ ანგარიშის წარდგენა ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ნებისმიერ დროს.

4.საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშები წარდგენილი უნდა იქნეს წარმოშობის სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე, მიმღები სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე დამოწმებული თარგმანით, თუ მხარეები სხვა პირობებზე არ შეთანხმდნენ.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადების ( თარგმნისა და სანოტარო წესით დამოწმების) ვალდებულება ეკისრებათ ( ეკისრება) მშვილებლებს ( მშვილებელს).

7.საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) მიერ ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) მიერ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ცენტრალური ორგანო ვალდებულია კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიში, თუ მხარეები შეთანხმდნენ ამაზე. მშვილებლები ( მშვილებელი) ვალდებული არიან ( ვალდებულია), ცენტრალურ ორგანოს ხელი შეუწყონ ( შეუწყოს) ამ ანგარიშის მომზადებაში. 2. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) მიერ საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანიდან პირველი ორი წლის განმავლობაში 6 თვეში ერთხელ, ხოლო მესამე წელს – წელიწადში ერთხელ ცენტრალურ ორგანოს წარუდგინოს ანგარიში შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ, თუ მხარეები ანგარიშის უფრო ხშირად წარდგენაზე არ შეთანხმდნენ. 3. ბავშვის შვილად აყვანიდან სამი წლის შემდეგ ცენტრალურმა ორგანომ, საჭიროებისამებრ, შეიძლება მოითხოვოს მისთვის შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ ანგარიშის წარდგენა ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ნებისმიერ დროს. 4. საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშები წარდგენილი უნდა იქნეს წარმოშობის სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე, მიმღები სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე დამოწმებული თარგმანით, თუ მხარეები სხვა პირობებზე არ შეთანხმდნენ. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადების ( თარგმნისა და სანოტარო წესით დამოწმების) ვალდებულება ეკისრებათ ( ეკისრება) მშვილებლებს ( მშვილებელს). 7. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) მიერ ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

თამთა იოსავა

თამთა იოსავა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3501244126112541421454310 (დ…47453458
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა