შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 37. მშვილებლების ( მშვილებლის) თანხმობა წარმოშობის სახელმწიფოდან ბავშვის შვილად აყვანაზე

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე მშვილებლების ( მშვილებლის) თანხმობის დადგენილ ვადაში მიღების შემთხვევაში ცენტრალური ორგანო მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს აცნობებს მშვილებლების ( მშვილებლის) თანხმობას ან უარს შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე და საკუთარ პოზიციას შვილად აყვანის შესაძლებლობის შესახებ.

2.ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უარი განუცხადოს შვილად აყვანის მიზნით შეთავაზებულ ბავშვზე, თუ აშკარაა, რომ ბავშვის შესახებ მონაცემები არ აკმაყოფილებს მშვილებლების ( მშვილებლის) მოთხოვნებს ან/ და არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1118-20212022-04-2022
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის შეიძლება სააპელაციო სასამართლომ მიიღოს მტკიცებულება, რომელიც პირველ ინსტანციაში არ წარდგენილა?

    დავა შეეხებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. საკასაციო განხილვის საგანი იყო მხოლოდ განაცდურიდან მოგვიანებით მიღებული ხელფასის გამოკლება და ამ შემოსავლის შესახებ სააპელაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულების გამოთხოვა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულების გამოთხოვის შუამდგომლობის დაუყენებლობის საპატიო მიზეზი ვერ დაასაბუთა. სასამართლომ გააუქმა მტკიცებულების გამოთხოვის საოქმო განჩინება და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა; განაცდურიდან გამოსაქვითად დარჩა მხოლოდ ორი თვის კომპენსაცია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე მშვილებლების ( მშვილებლის) თანხმობის დადგენილ ვადაში მიღების შემთხვევაში ცენტრალური ორგანო მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს აცნობებს მშვილებლების ( მშვილებლის) თანხმობას ან უარს შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე და საკუთარ პოზიციას შვილად აყვანის შესაძლებლობის შესახებ. 2. ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უარი განუცხადოს შვილად აყვანის მიზნით შეთავაზებულ ბავშვზე, თუ აშკარაა, რომ ბავშვის შესახებ მონაცემები არ აკმაყოფილებს მშვილებლების ( მშვილებლის) მოთხოვნებს ან/ და არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35019¹125612551254532174436522337
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა