შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 23. გასაშვილებელი ბავშვის მშვილებლისთვის შეთავაზება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მშვილებელს გასაშვილებელ ბავშვს შესთავაზებენ რეესტრში არსებული რიგითობის, მშვილებლის მიერ განაცხადში ბავშვის შესახებ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირის მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი.

2.მშვილებელს უფლება აქვს, შეთავაზებულ გასაშვილებელ ბავშვს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხლებით ჩაუტაროს სამედიცინო შემოწმება, თუ ეს არ დააზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

3.მშვილებელი ვალდებულია შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით დაადასტუროს საკუთარი პოზიცია ( თანხმობა/ უარი) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. ამ ვადის გადაცილება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად მიიჩნევა. აღნიშნული თანხმობის/ უარის შესახებ ინფორმაცია ეგზავნება სააგენტოს.

4.თუ მშვილებელმა უარი თქვა შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე, მან უნდა მიუთითოს უარის დასაბუთებული მიზეზი.

5.აკრძალულია ბავშვის სხვა მშვილებლისთვის შეთავაზება, ვიდრე მშვილებელი, რომელსაც ის შესთავაზეს, დადგენილ ვადაში არ დაადასტურებს საკუთარ პოზიციას შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანის შესახებ.

6.მშვილებელი, რომელმაც შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე უარი თქვა, ვალდებულია არ გაამჟღავნოს ბავშვის შესახებ მონაცემები.

7.შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის განცხადების შემთხვევაში მშვილებელი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ ა“–„ ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, რის შემდეგაც მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დასადგენად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სააგენტოს დავალებით იწყებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას.

8.მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დასადგენად შეფასების ჩატარებისას სოციალური მუშაკი ითვალისწინებს მშვილებლის ოჯახში ბავშვის აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარების საჭიროებებს, მშვილებლის მიერ ამ საჭიროებების დაკმაყოფილების უპირატეს ასპექტებს ( მშვილებლის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ურთიერთობები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია, სოციალური კონტაქტები, პიროვნული მახასიათებლები, დამხმარე ქსელი, ბავშვის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თავისებურებები და სხვა), რომლებიც დეტალურად აისახება მშვილებლისა და ბავშვის თავსებადობის შესახებ დასკვნაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მშვილებელს გასაშვილებელ ბავშვს შესთავაზებენ რეესტრში არსებული რიგითობის, მშვილებლის მიერ განაცხადში ბავშვის შესახებ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირის მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი. 2. მშვილებელს უფლება აქვს, შეთავაზებულ გასაშვილებელ ბავშვს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხლებით ჩაუტაროს სამედიცინო შემოწმება, თუ ეს არ დააზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. 3. მშვილებელი ვალდებულია შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით დაადასტუროს საკუთარი პოზიცია ( თანხმობა/ უარი) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. ამ ვადის გადაცილება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად მიიჩნევა. აღნიშნული თანხმობის/ უარის შესახებ ინფორმაცია ეგზავნება სააგენტოს. 4. თუ მშვილებელმა უარი თქვა შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე, მან უნდა მიუთითოს უარის დასაბუთებული მიზეზი. 5. აკრძალულია ბავშვის სხვა მშვილებლისთვის შეთავაზება, ვიდრე მშვილებელი, რომელსაც ის შესთავაზეს, დადგენილ ვადაში არ დაადასტურებს საკუთარ პოზიციას შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. 6. მშვილებელი, რომელმაც შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე უარი თქვა, ვალდებულია არ გაამჟღავნოს ბავშვის შესახებ მონაცემები. 7. შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის განცხადების შემთხვევაში მშვილებელი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ ა“–„ ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, რის შემდეგაც მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დასადგენად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სააგენტოს დავალებით იწყებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას. 8. მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დასადგენად შეფასების ჩატარებისას სოციალური მუშაკი ითვალისწინებს მშვილებლის ოჯახში ბავშვის აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარების საჭიროებებს, მშვილებლის მიერ ამ საჭიროებების დაკმაყოფილების უპირატეს ასპექტებს ( მშვილებლის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ურთიერთობები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია, სოციალური კონტაქტები, პიროვნული მახასიათებლები, დამხმარე ქსელი, ბავშვის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თავისებურებები და სხვა), რომლებიც დეტალურად აისახება მშვილებლისა და ბავშვის თავსებადობის შესახებ დასკვნაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35019¹125512541256150214719223736523
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს კანონი ოჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა