შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 38. შეთანხმება წარმოშობის სახელმწიფოდან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ცენტრალური ორგანო და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეთანხმდებიან, რომ შეიძლება განხორციელდეს წარმოშობის სახელმწიფოდან ბავშვის შვილად აყვანის პროცედურა, ცენტრალური ორგანო წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას შვილად ასაყვანი ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით.

2.თუ ცენტრალური ორგანო და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეთანხმდებიან შვილად ასაყვანი ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ, ცენტრალური ორგანო შეთანხმების მიღწევიდან 5 სამუშაო დღის ვადაში თხოვნით მიმართავს: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მისგან მიიღოს ინფორმაცია ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია 20 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ცენტრალურ ორგანოს, არსებობს თუ არა ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამაბრკოლებელი გარემოებები; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რათა მისგან 20 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს ინფორმაცია წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად ან/ და ბავშვის მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად პროცედურების დაწყების შესაძლებლობის შესახებ.

3.ცენტრალური ორგანო შესაბამისი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 3 სამუშაო დღის ვადაში აწვდის წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას შვილად ასაყვანი ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის და მის მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების ან/ და ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის/ არარსებობის შესახებ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ ცენტრალური ორგანო და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეთანხმდებიან, რომ შეიძლება განხორციელდეს წარმოშობის სახელმწიფოდან ბავშვის შვილად აყვანის პროცედურა, ცენტრალური ორგანო წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას შვილად ასაყვანი ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით. 2. თუ ცენტრალური ორგანო და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეთანხმდებიან შვილად ასაყვანი ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ, ცენტრალური ორგანო შეთანხმების მიღწევიდან 5 სამუშაო დღის ვადაში თხოვნით მიმართავს: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მისგან მიიღოს ინფორმაცია ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია 20 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ცენტრალურ ორგანოს, არსებობს თუ არა ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამაბრკოლებელი გარემოებები; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რათა მისგან 20 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს ინფორმაცია წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად ან/ და ბავშვის მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად პროცედურების დაწყების შესაძლებლობის შესახებ. 3. ცენტრალური ორგანო შესაბამისი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 3 სამუშაო დღის ვადაში აწვდის წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას შვილად ასაყვანი ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის და მის მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების ან/ და ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის/ არარსებობის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35012441305⁹1255214413533736534538
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო დაცვის შე…კონვენცია ბავშვის უფლე…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა