შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 52. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) თანხმობა შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.ამ კანონის თანახმად მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის გასაშვილებელი ბავშვის შესახებ ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალურმა ორგანომ უნდა მიიღოს პასუხი შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე მშვილებლების ( მშვილებლის) პოზიციის თაობაზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მშვილებლები ( მშვილებელი) უარს ამბობენ ( ამბობს) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე.

3.თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მშვილებლებს ( მშვილებელს) სურთ ( სურს) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის მონახულება, მონახულება ხდება ცენტრალური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული პირობებით.

4.უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მშვილებლებს ( მშვილებელს) უფლება აქვთ ( აქვს), შეთავაზებულ გასაშვილებელ ბავშვს ჩაუტარონ ( ჩაუტაროს) სამედიცინო შემოწმება ცენტრალური ორგანოს თანხმობით. შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის სამედიცინო შემოწმების ჩატარების პირობებს განსაზღვრავს ცენტრალური ორგანო.

5.შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის მონახულებისთვის ან/ და სამედიცინო შემოწმების ჩატარებისთვის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ცენტრალურ ორგანოს წერილობით აცნობებს მშვილებლების ( მშვილებლის) პოზიციას შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. ამ ვადის გადაცილება შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე უარის თქმად მიიჩნევა.

6.თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლები ( მშვილებელი) თანახმა არიან ( არის) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო და ცენტრალური ორგანო შვილად აყვანის განსახორციელებლად შეთანხმების პროცედურებს იწყებენ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის თანახმად მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის გასაშვილებელი ბავშვის შესახებ ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალურმა ორგანომ უნდა მიიღოს პასუხი შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე მშვილებლების ( მშვილებლის) პოზიციის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მშვილებლები ( მშვილებელი) უარს ამბობენ ( ამბობს) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე. 3. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მშვილებლებს ( მშვილებელს) სურთ ( სურს) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის მონახულება, მონახულება ხდება ცენტრალური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული პირობებით. 4. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მშვილებლებს ( მშვილებელს) უფლება აქვთ ( აქვს), შეთავაზებულ გასაშვილებელ ბავშვს ჩაუტარონ ( ჩაუტაროს) სამედიცინო შემოწმება ცენტრალური ორგანოს თანხმობით. შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის სამედიცინო შემოწმების ჩატარების პირობებს განსაზღვრავს ცენტრალური ორგანო. 5. შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის მონახულებისთვის ან/ და სამედიცინო შემოწმების ჩატარებისთვის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ცენტრალურ ორგანოს წერილობით აცნობებს მშვილებლების ( მშვილებლის) პოზიციას შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. ამ ვადის გადაცილება შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე უარის თქმად მიიჩნევა. 6. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლები ( მშვილებელი) თანახმა არიან ( არის) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო და ცენტრალური ორგანო შვილად აყვანის განსახორციელებლად შეთანხმების პროცედურებს იწყებენ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

თამთა იოსავა

თამთა იოსავა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35019¹125512441256142165351373652
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…უცხოეთში მცხოვრები თან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა