საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 53. ოჯახის გაერთიანება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

მორის გიგაურიმია ზოიძეხათუნა მაღლაკელიძე

1.საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ ოჯახის წევრთან/წევრებთან გაერთიანების მიზნით ოჯახის გაერთიანების პროცედურის დასაწყებად ლტოლვილმა ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა ოჯახის გაერთიანების შესახებ წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.

2.ლტოლვილმა ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას უნდა დაურთოს მასთან ოჯახის წევრის/წევრების ოჯახური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება (მათი არსებობის შემთხვევაში).

3.ოჯახური კავშირის დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალურად, 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებასა და თანდართულ მტკიცებულებებს (მათი არსებობის შემთხვევაში). ოჯახური კავშირის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება ტარდება.

4.ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი საჭიროებისამებრ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრისთვის/წევრებისთვის საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ.

5.ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რომელიც ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს აქვს მინიჭებული.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრმა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრმა ეს ვადა არასაპატიო მიზეზით დაარღვია, სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

7.ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ მისი ოჯახის წევრის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17, მე-18, მე-20 ან 21-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ხათუნა მაღლაკელიძე

ხათუნა მაღლაკელიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9116 (და…4 (და…51¹7 (და…3853332154456353
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოში ბინადრობი…შვილად აყვანისა და მინ…უცხოელთა და მოქალაქეობ…“მიზნობრივი სოციალური …სოციალური დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა