შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 53. მხარეთა შეთანხმება საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის პროცედურის განხორციელებაზე

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.თუ ცენტრალური ორგანო და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეთანხმდებიან, რომ შეიძლება განხორციელდეს საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის პროცედურა, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ცენტრალურ ორგანოს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და მუდმივი ცხოვრების უფლების გარანტიების შესახებ.

2.თუ ცენტრალური ორგანო მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიიღებს საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და მუდმივი ცხოვრების უფლების გარანტიებს, იგი მათი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ ინფორმაციის მიღების თხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ცენტრალურ ორგანოს 20 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.

3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ცენტრალური ორგანო მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის/ არარსებობის შესახებ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ ცენტრალური ორგანო და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეთანხმდებიან, რომ შეიძლება განხორციელდეს საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის პროცედურა, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ცენტრალურ ორგანოს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და მუდმივი ცხოვრების უფლების გარანტიების შესახებ. 2. თუ ცენტრალური ორგანო მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიიღებს საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და მუდმივი ცხოვრების უფლების გარანტიებს, იგი მათი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ ინფორმაციის მიღების თხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ცენტრალურ ორგანოს 20 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ცენტრალური ორგანო მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის/ არარსებობის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თამთა იოსავა

თამთა იოსავა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1244142151¹536010 (დ…5438485241¹5353
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…პენიტენციური კოდექსისაქართველოში ბინადრობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა