შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 60. ანგარიშების დაბრუნების განმაპირობებელი გარემოება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნდება საქართველოდან ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის მსურველი პირების ( პირის) ან მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ ანგარიში ( თანდართული დოკუმენტებით) სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

2.მშვილებლების ( მშვილებლის) სურვილის შემთხვევაში ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მოსთხოვოს მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ ანგარიშის ( თანდართული დოკუმენტებით) დაბრუნება სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3.ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მოსთხოვოს ბავშვის შესახებ ანგარიშის დაბრუნება, თუ, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, არ ხდება ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში გამგზავრება.

4.წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნდება ბავშვის შესახებ ანგარიში სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

5.ამ მუხლით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, ცენტრალური ორგანო კომპეტენტური ორგანოს შესაბამის ანგარიშს დააბრუნებს მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

6.ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში წყდება შვილად აყვანის პროცედურები. თავი V შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგები და შვილად აყვანის საიდუმლოობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნდება საქართველოდან ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის მსურველი პირების ( პირის) ან მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ ანგარიში ( თანდართული დოკუმენტებით) სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. 2. მშვილებლების ( მშვილებლის) სურვილის შემთხვევაში ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მოსთხოვოს მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ ანგარიშის ( თანდართული დოკუმენტებით) დაბრუნება სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 3. ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მოსთხოვოს ბავშვის შესახებ ანგარიშის დაბრუნება, თუ, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, არ ხდება ბავშვის მიმღებ სახელმწიფოში გამგზავრება. 4. წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნდება ბავშვის შესახებ ანგარიში სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 5. ამ მუხლით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, ცენტრალური ორგანო კომპეტენტური ორგანოს შესაბამის ანგარიშს დააბრუნებს მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 6. ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში წყდება შვილად აყვანის პროცედურები. თავი V შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგები და შვილად აყვანის საიდუმლოობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
350351¹⁷35112441305⁹125414214358544760
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…სამოქალაქო აქტების შეს…საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა