შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 54. საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.ამ კანონის 53- ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის ( კერძოდ, დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ინფორმაციის) მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალური ორგანო ამზადებს დასკვნას საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ.

2.საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება: ა) მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ მონაცემები ( სახელი და გვარი, პირადი ნომერი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში), პასპორტის ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი), სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია; ბ) გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები ( სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გაცემა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას); გ) გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების ( მშვილებლის) თავსებადობის შესახებ ინფორმაცია; დ) გასაშვილებელი ბავშვისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძვლის შესახებ ინფორმაცია; ე) ცენტრალურ ორგანოსა და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის გაცვლილი ინფორმაცია შვილად აყვანის შესაძლებლობის შესახებ; ვ) გასაშვილებელი ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის და მიმღებ სახელმწიფოში შესვლის დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ინფორმაცია; ზ) გარემოებები, რომელთა გამოც გასაშვილებელი ბავშვისთვის მშვილებლები ( მშვილებელი) საქართველოში ვერ მოინახა.

3.საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ ( საქალაქო) სასამართლოს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის 53- ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის ( კერძოდ, დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ინფორმაციის) მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალური ორგანო ამზადებს დასკვნას საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ. 2. საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება: ა) მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ მონაცემები ( სახელი და გვარი, პირადი ნომერი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში), პასპორტის ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი), სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია; ბ) გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები ( სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გაცემა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას); გ) გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლების ( მშვილებლის) თავსებადობის შესახებ ინფორმაცია; დ) გასაშვილებელი ბავშვისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძვლის შესახებ ინფორმაცია; ე) ცენტრალურ ორგანოსა და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის გაცვლილი ინფორმაცია შვილად აყვანის შესაძლებლობის შესახებ; ვ) გასაშვილებელი ბავშვის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის და მიმღებ სახელმწიფოში შესვლის დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ინფორმაცია; ზ) გარემოებები, რომელთა გამოც გასაშვილებელი ბავშვისთვის მშვილებლები ( მშვილებელი) საქართველოში ვერ მოინახა. 3. საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ ( საქალაქო) სასამართლოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თამთა იოსავა

თამთა იოსავა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3501244125512542144535653515241¹54
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…უცხოელთა და მოქალაქეობ…პენიტენციური კოდექსისამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა