შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 78. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წერილობით დაადასტურონ შვილად აყვანის სურვილი, განაცხადონ თანხმობა შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლაზე და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტი ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას.

2.მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეატყობინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვალდებულებათა შესახებ მშვილებლებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეესტრში აღრიცხვის ან/ და რეგისტრაციის მისამართზე.

3.2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, გაიარონ და დაასრულონ შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას.

4.2018 წლის 1 იანვრამდე აღრიცხვაზე მყოფი მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვალდებულია გაიაროს მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მინდობით აღზრდის მსურველი პირის აღრიცხვიდან მოხსნას.

5.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ურთიერთობაზე, როდესაც შვილად აყვანის უპირატესი უფლება მშვილებელს ( მშვილებლებს) წარმოეშვა ( წარმოეშვათ) ან/ და გასაშვილებელი ბავშვი მშვილებელს ( მშვილებლებს) შესთავაზეს ამ კანონის ამოქმედებამდე.

6.ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებულ პირებზე.

7.თუ ბავშვი შვილად აყვანის შესახებ განცხადების შეტანამდე მშვილებლის ( მშვილებლების) ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს ( მშვილებლებს) თავის მშობლად ( მშობლებად) თვლის, შვილად აყვანა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შვილად ასაყვანი ბავშვის თანხმობის გარეშე. [ 8. დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს 2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მშვილებლად რეგისტრირებული პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის განცხადების ეტაპამდე, ხოლო შვილად აყვანის პროცედურები გაგრძელდეს ამ კანონითა და სათანადო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

9.2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მშვილებლად რეგისტრირებული პირი, რომელსაც არ გაუვლია ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, ვალდებულია გაიაროს აღნიშნული კურსი და მისი გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი წარუდგინოს სააგენტოს გასაშვილებელი ბავშვის მისთვის შეთავაზებიდან შვილად აყვანის შესახებ დასკვნის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის წარდგენამდე. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წერილობით დაადასტურონ შვილად აყვანის სურვილი, განაცხადონ თანხმობა შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლაზე და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტი ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეატყობინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვალდებულებათა შესახებ მშვილებლებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეესტრში აღრიცხვის ან/ და რეგისტრაციის მისამართზე. 3. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, გაიარონ და დაასრულონ შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას. 4. 2018 წლის 1 იანვრამდე აღრიცხვაზე მყოფი მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვალდებულია გაიაროს მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მინდობით აღზრდის მსურველი პირის აღრიცხვიდან მოხსნას. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ურთიერთობაზე, როდესაც შვილად აყვანის უპირატესი უფლება მშვილებელს ( მშვილებლებს) წარმოეშვა ( წარმოეშვათ) ან/ და გასაშვილებელი ბავშვი მშვილებელს ( მშვილებლებს) შესთავაზეს ამ კანონის ამოქმედებამდე. 6. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებულ პირებზე. 7. თუ ბავშვი შვილად აყვანის შესახებ განცხადების შეტანამდე მშვილებლის ( მშვილებლების) ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს ( მშვილებლებს) თავის მშობლად ( მშობლებად) თვლის, შვილად აყვანა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შვილად ასაყვანი ბავშვის თანხმობის გარეშე. [ 8. დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს 2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მშვილებლად რეგისტრირებული პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის განცხადების ეტაპამდე, ხოლო შვილად აყვანის პროცედურები გაგრძელდეს ამ კანონითა და სათანადო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. 9. 2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მშვილებლად რეგისტრირებული პირი, რომელსაც არ გაუვლია ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, ვალდებულია გაიაროს აღნიშნული კურსი და მისი გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი წარუდგინოს სააგენტოს გასაშვილებელი ბავშვის მისთვის შეთავაზებიდან შვილად აყვანის შესახებ დასკვნის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის წარდგენამდე. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 26 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3504312451255125643402413178079241978
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ოკუპირებულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა