შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 9. გასაშვილებელი ბავშვი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შვილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში.

2.გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს: ა) რომლის მშობელი ( მშობლები) სასამართლომ უგზო- უკვლოდ დაკარგულად აღიარა; ბ) რომელიც არის ობოლი; გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; დ) რომლის მშობელს ( მშობლებს) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება; ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

3.ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზედაც გასაშვილებელი ბავშვი რეგისტრირდება რეესტრში.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-118-20242025-02-1096
    დაუშვებლობა (T5)

    შეიძლება თუ არა აღმზრდელის გარდაცვალების შემდეგ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება, თუ მას სიცოცხლეში სასამართლოსთვის არ მიუმართავს?

    დავა ეხებოდა გარდაცვლილი აღმზრდელის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებასა და მის მემკვიდრედ ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სკ 1240-ის მიზნებისათვის არასრულწლოვნის ოჯახში შვილად მიღება და მშვილებლის მიერ სიცოცხლეში სასამართლოსთვის მიმართვა ალტერნატიული საფუძვლებია. სასამართლომ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ბავშვის კეთილდღეობა და მშობლების თანხმობა და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია. ლ.კ–იას საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შვილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში. 2. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს: ა) რომლის მშობელი ( მშობლები) სასამართლომ უგზო- უკვლოდ დაკარგულად აღიარა; ბ) რომელიც არის ობოლი; გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; დ) რომლის მშობელს ( მშობლებს) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება; ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 3. ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზედაც გასაშვილებელი ბავშვი რეგისტრირდება რეესტრში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35019¹1254124512391421414761315109
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…საერთაშორისო კერძო სამ…კონვენცია ბავშვის უფლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა