Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 25

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 25

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56

1.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით.

2.არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას.

3.საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

4.საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

4¹.თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ხოლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შეუსაბამოდ, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი − საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამოდ, და თუ არ არსებობს ამ კანონის 21 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ეს განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.

5.თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით გადასინჯოს გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების მომენტიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.

6.საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №77 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.87 საქართველოს 2013 წლის 30 მაისის ორგანული კანონი №649 – ვებგვერდი, 12.06.2013წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/2/577 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5161 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 დეკ. 2022
  2. 10 აგვ. 2018
  3. 12 იან. 2017
  4. 1 ოქტ. 2016· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2016
  5. 12 იან. 2015
  6. 12 ივნ. 2013

    25-ე მუხლის მე-5 პუნქტში შეჩერების უფლებამოსილება განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით ხორციელდება. დაემატა წესი, რომ შეჩერების გადაწყვეტილება ძალას კარგავს 22-ე მუხლის 4¹ პუნქტის ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან, თუ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

  7. 6 ივლ. 2010
  8. 14 ივლ. 2008

    25-ე მუხლის 4¹ პუნქტში განჩინების გამოტანა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის გამეორებისას დაექვემდებარა დამატებით პირობას: არ უნდა არსებობდეს 21¹ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველი; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირების ხასიათისაა.

  9. 16 დეკ. 2004

    25-ე მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი, რომლის მიხედვით განმწესრიგებელ სხდომაზე იმავე შინაარსის უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის გამო გამოდის განჩინება მიუღებლობისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ოქტ. 2025 · №38

  • 9 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2022
  • ციტირებულია 6 მუხლი
  • 11 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 21მუხლი 21¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 23მუხლი 31²მუხლი 31⁴მუხლი 31⁵მუხლი 31⁶მუხლი 43

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 26
  • 43
  • 41²

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 24ნორმატიული აქტის გაუქმება
  • 3სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 264სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 22ნორმატიული აქტის გაუქმება
  • 2სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 25ნორმატიული აქტის გაუქმება
  • 2სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 32სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26443192121¹2331²31⁴31⁵31⁶2641²25222425
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სამოქალაქო…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026