გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 43. საექსპერტო კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები. ექსპერტიზის დასკვნა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საექსპერტო კომისიის ფუნქციებია: ა) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხზე, გზშ-ის ანგარიშზე, სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; ბ) ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; დ) ექსპერტიზის პროცესში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება.

2.საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან ადგილზე დაათვალიერონ და შეისწავლონ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების, სტრატეგიული დოკუმენტით, აგრეთვე ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორია. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება.

3.საექსპერტო კომისია უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერენ საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

5.საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა სარეკომენდაციოა და სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი გათვალისწინება სავალდებულო არ არის. ექსპერტს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმება, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვის ექსპერტიზის დასკვნას. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებაზე უარი უნდა დასაბუთდეს. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. თავი VII გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში კონტროლი და პასუხისმგებლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2022

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21251685242108991314221543
მნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს სისხლის სა…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა