სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიაზე ჯიშების გასავრცელებლად დაშვების წესი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები ჯიშების ეროვნულ კატალოგში შეტანა და ეროვნული კატალოგიდან ამოღება ხდება ეროვნული კატალოგის წარმოების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით.

1¹.იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას, მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.ჯიშების სასოფლო-სამეურნეო  სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ჩატარების ორგანიზაციულ და მეთოდოლოგიურ სქემას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3.(ამოღებულია - 17.10.2024, №4434).

4.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნულ კატალოგს პერიოდულად აახლებს და წელიწადში ერთხელ ან/და საჭიროების შემთხვევაში აქვეყნებს.

5.დაუშვებელია სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ისეთი ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაცია, რომლებიც ეროვნულ კატალოგში შეტანილი არ არის. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1646 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4434 – ვებგვერდი, 02.10.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 2 ოქტ. 2024

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰1426²¹44744371871551464
მითითებამნიშვნელობით ახლოსსავალდებულო სერტიფიცირ…ცხოველთა და მცენარეთა …საქართველოს „წითელი ნუ…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…პესტიციდებისა და აგროქ…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა