Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებმუხლი 26¹⁰

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

მუხლი 26¹⁰. ნებართვის გაცემის წესი

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2025
თემები:ზოგადი ბიზნესიგანახლებადი ენერგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით, ამ თავით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

2.საჭიროების შემთხვევაში სამეცნიერო საბჭო ადგენს კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წლიურ საექსპორტო კვოტას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. აღნიშნული კვოტის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონვენციის მხარეთა კონფერენციის ან კომიტეტების მიერ აღიარებული მეთოდიკა (არსებობის შემთხვევაში).

3.ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენა, მისი წარმოებაში მიღება და განხილვა ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

4.განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ექსპორტისთვის, იმპორტისთვის, რეექსპორტისთვის ან ზღვიდან ინტროდუქციისთვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართულ ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას; ბ) სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის მიზანს (კომერციული მიზნით, ზოოპარკისთვის, ბოტანიკური ბაღისთვის, ცირკისთვის, მოძრავი გამოფენისთვის, სამეცნიერო მიზნით, სანადირო ტროფეის სახით, კერძო საკუთრებისთვის, სამედიცინო მიზნით, საგანმანათლებლო მიზნით, ბუნებაში რეინტროდუქციისთვის/ინტროდუქციისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის/ტყვეობაში გამრავლებისთვის); გ) ექსპორტისთვის, იმპორტისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს; დ) ექსპორტიორის ან იმპორტიორის რეკვიზიტებს.

5.კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ექსპორტის შესახებ განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის დასახელებას და ყოველწლიურად მოსაპოვებელ რაოდენობას; ბ) მიწის ნაკვეთზე არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის სავარაუდო რაოდენობას; გ) მიწის ნაკვეთის მართვის ღონისძიებებს; დ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ პირველად ხელოვნურად როდის იქნა მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე ამ მიწის ნაკვეთზე; ე) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა იყო პირველად ხელოვნურად მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის წარმოშობის წყარო; ვ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ უკანასკნელად როდის დაირგო კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუში ამ მიწის ნაკვეთზე და რა იყო მისი წარმოშობის წყარო.

6.ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სახეობის ნიმუშის ექსპორტის შემთხვევაში: ა.ა) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ბ) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში – იმპორტის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის ნიმუშის ექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის შესახებ განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: ბ.ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი; ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის რესურსის ოდენობის შესახებ; გ) სახეობის ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში − წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ამ ნიმუშის წარმოშობის წყარო და იმპორტის მიზანი შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს, ხოლო სახეობის ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში – აგრეთვე ამ ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სახეობის ნიმუშის რეექსპორტის შემთხვევაში: დ.ა) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატი და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა; დ.ბ) კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის რეექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის სერტიფიკატი ან წარმოშობის სერტიფიკატი; ე) სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში − სახეობის ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ შეეხება იმ მცენარის ნიმუშს, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული და რომლის საწყისი თაობა საქართველოში კონვენციის ძალაში შესვლამდე ან კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად იქნა შემოტანილი.

8.მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემის წესი განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის გაცემის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

წინა მუხლი 26¹შემდეგი მუხლი 26¹¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნებართვების დამუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქარის ფერმების ნებართვებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-07-02 · №21

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25საქართველოს ზოგადი… 78ლიცენზიებისა და ნე… 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹¹ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები
  • 26¹⁷ნებართვის ფორმა
  • 26¹⁹ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 5ნებართვის გაცემის წესი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 25ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  • 24ნებართვის სახეები

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 4ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 24ნებართვის გაცემის დამატებითი წესი
  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

აკვაკულტურის შესახებ

  • 8აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 44—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2526¹¹26¹⁷26¹⁹2423227825245444826¹⁰
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს ზოგადი ადმ…ნარჩენების იმპორტის, ე…სამხედრო და ორმაგი დან…სამეწარმეო საქმიანობის…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო