Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებმუხლი 20

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

მუხლი 20. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის გამოქვეყნებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაონ და მიიღონ შემდეგი მარეგულირებელი წესები: ა) კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის შესახებ, მათ შორის, ექს პარტე შეტყობინების წესები და კომისიის ყოფილი წევრებისა და აპარატის ყოფილი თანამშრომლების ქცევის წესები კომისიასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ; გ) კომისიის გადაწყვეტილებების, ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და განხილვების დროს მიღებული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის შესახებ; დ) რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვების ჩატარების პროცედურების შესახებ; ე) ლიცენზიების, ტარიფებისა და კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ; ვ) კომისიის გადაწყვეტილებების მომზადებისა და გამოქვეყნების პროცედურების შესახებ; ზ) კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების შესახებ; თ) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის დავების განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ; ი) მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ.

2.ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ამ კანონით განსაზღვრული დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების მიერ რეგულირებად სფეროებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით.

3.ამ კანონის მიღებამდე ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში ღია კონკურსის წესით შერჩეულ მომხმარებელთა უფლებების დამცველზე გავრცელდეს ამ კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი. საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I,  №22, 08.08.2003 წ., მუხ.164

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 8 აგვ. 2003
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 20¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №27

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2003-08-08
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 64გარდამავალი დებულებანი

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 28კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 24ამ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 10საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტის შედეგები
  • 8საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტის შედეგები

მაუწყებლობის შესახებ

  • 76გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 161ავტორიზაცია
  • 30კომისიის მარეგულირებელი უფლებამოსილებები
  • 28კომისიის ამოცანები

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 29გარდამავალი დებულებები

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 9—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
296424762910816130282820
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…ენერგოეფექტურობის შესა…სახელმწიფო შესყიდვების…განახლებადი წყაროებიდა…მაუწყებლობის შესახებეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026