1.ცენტრი ვალდებულია გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა (შემდგომში – დღე), ხოლო გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა.
2.დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სგშ-ის ანგარიშისა და სგშ-ისადმი დაქვედებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 30 დღისა.
3.სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია განათავსოს:
ა)
სამინისტროსა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ვებგვერდებზე და იმ საინფორმაციო დაფაზე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის;
ბ)
გაზეთში, რომელიც შესაძლო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ)
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას (ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, ფოსტის ოფისი ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილი);
დ)
გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას ხოლო სგშ-ის შემთხვევაში სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას.
4.საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საჯარო განხილვის ჩატარების დრო, ადგილი და წესი ან/და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესახებ ინფორმაცია; ბ)
განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა;
გ)
გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო;
დ)
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის საშუალებები, აგრეთვე მონაცემები იმ ადგილისა და მისამართის შესახებ, სადაც შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა, აგრეთვე მითითება საჯარო განხილვის დროს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლიარების მიღების შესაძლებლობის შესახებ;
ე)
საჯარო განხილვაზე დასწრების და მასზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე;
ვ)
გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შესახებ – ამ პროცედურის განხორციელების შემთხვევაში;
ზ)
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა მონაცემის შესახებ (მათ შორის, არატექნიკური რეზიუმეს ხელმისაწვდომობის შესახებ), რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიან მონაწილეობას.
5.საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობის განთავსების დრო იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
განხილვის
ჩატარების
შესახებ
საზოგადოების
ინფორმირება
1.
სამინისტროცენტრი ვალდებულია გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა (შემდგომში – დღე), ხოლო გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20დღისა.2.
დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სგშ-ის ანგარიშისა და სგშ-ისადმი დაქვედებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოაქვეყნოს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 30 დღისა.3.
სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია განათავსოს:
ა)
სამინისტროსა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ვებგვერდებზე და იმ საინფორმაციო დაფაზე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის;
ბ)
გაზეთში, რომელიც შესაძლო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ)
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას (ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, ფოსტის ოფისი ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილი);
დ)
გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას ხოლო სგშ-ის შემთხვევაში სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას.4.
საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა)საჯარო განხილვის ჩატარების დრო, ადგილი და წესი;
წესი ან/და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესახებ ინფორმაცია; ბ)
განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა;
გ)
გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო;
დ)
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის საშუალებები, აგრეთვე მონაცემები იმ ადგილისა და მისამართის შესახებ, სადაც შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა, აგრეთვე მითითება საჯარო განხილვის დროს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლიარების მიღების შესაძლებლობის შესახებ;
ე)
საჯარო განხილვაზე დასწრების და მასზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე;
ვ)
გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შესახებ – ამ პროცედურის განხორციელების შემთხვევაში;
ზ)
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა მონაცემის შესახებ (მათ შორის, არატექნიკური რეზიუმეს ხელმისაწვდომობის შესახებ), რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიან მონაწილეობას.5.
საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობის განთავსების დრო იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა.
რედაქციების შედარება
ტექსტობრივი ცვლილება არ არის
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
· გამოქვეყნდა 20 ივნ. 2023
· გამოქვეყნდა 27 აპრ. 2022
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.