Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 16

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 16. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.  საჯარო განხილვა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891010¹11

1.სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ჩატარებას განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 75-ე სამუშაო დღისა (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − არაუგვიანეს 47-ე სამუშაო დღისა).

2.საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სააგენტო წარმართავს საჯარო განხილვის პროცესს. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სააგენტოს წარმომადგენელი საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში.

3.საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ ორგანოსთან შეთანხმებით. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ამ საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია აღნიშნული საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება − სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

4.საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განსახილველი საკითხის არსსა და მოკლე აღწერას; ბ) საკითხის განხილვის ფორმატს; გ) საჯარო განხილვის ჩატარების დროს, ადგილსა და წესს; დ) იმ ვებგვერდის მისამართს, რომელზედაც ხელმისაწვდომია ეს განაცხადი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

5.საჯარო განხილვა ღიაა და  მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. საჯარო განხილვას უნდა ესწრებოდეს საქმიანობის განმახორციელებელი ან/და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის  მომამზადებელი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს  წარმომადგენელი.

6.საზოგადოებას უფლება აქვს, განაცხადის ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან არაუგვიანეს 85-ე სამუშაო დღისა (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − არაუგვიანეს 57-ე სამუშაო დღისა)  სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები, შემდეგი სახით: ა) წერილობით; ბ) ზეპირად (საჯარო განხილვის დროს); გ) ელექტრონული საშუალებით, თუ ეს იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

7.საჯარო განხილვის წესი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, დგინდება მინისტრის ბრძანებით.

8.სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განიხილავს წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ.

9.სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.

10.სააგენტო მიღებულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს მათი მიღებიდან (ხოლო საჯარო განხილვისას დაფიქსირებული შენიშვნების შემთხვევაში − საჯარო განხილვის შესახებ ოქმის მიღებიდან) 5 სამუშაო დღის ვადაში (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − 3 სამუშაო დღის ვადაში), საჭიროების შემთხვევაში, უგზავნის საქმიანობის განმახორციელებელს და განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა) ვადას, აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებზე საკუთარი შეხედულებების წარსადგენად.

10¹.საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებულ ან/და სააგენტოსთვის წარდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, რომლებიც საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს არ ეხება, სააგენტო უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს)/მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტებს).

11.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეპიდემიის/პანდემიის დროს  საჯარო განხილვა ტარდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; ბ) ჰიბრიდული ფორმატით (ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილზე საჯარო განხილვის ჩატარება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით,  რაც უზრუნველყოფს საჯარო განხილვაში საზოგადოების დისტანციურ მონაწილეობას). საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3879 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №93 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ჩატარებას განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 75-ე სამუშაო დღისა (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − არაუგვიანეს 47-ე სამუშაო დღისა). 2. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სააგენტო წარმართავს საჯარო განხილვის პროცესს. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სააგენტოს წარმომადგენელი საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში. 3. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ ორგანოსთან შეთანხმებით. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ამ საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია აღნიშნული საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება − სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. 4.  საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განსახილველი საკითხის არსსა და მოკლე აღწერას; ბ) საკითხის განხილვის ფორმატს; გ) საჯარო განხილვის ჩატარების დროს, ადგილსა და წესს; დ) იმ ვებგვერდის მისამართს, რომელზედაც ხელმისაწვდომია ეს განაცხადი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 5. საჯარო განხილვა ღიაა და  მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. საჯარო განხილვას უნდა ესწრებოდეს საქმიანობის განმახორციელებელი ან/და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის  მომამზადებელი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს  წარმომადგენელი. 6. საზოგადოებას უფლება აქვს, განაცხადის ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან არაუგვიანეს 85-ე სამუშაო დღისა (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − არაუგვიანეს 57-ე სამუშაო დღისა)  სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები, შემდეგი სახით: ა) წერილობით; ბ) ზეპირად (საჯარო განხილვის დროს); გ) ელექტრონული საშუალებით, თუ ეს იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებლობას. 7. საჯარო განხილვის წესი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, დგინდება მინისტრის ბრძანებით. 8. სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განიხილავს წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ. 9. სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით. 10. სააგენტო მიღებულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს მათი მიღებიდან (ხოლო საჯარო განხილვისას დაფიქსირებული შენიშვნების შემთხვევაში − საჯარო განხილვის შესახებ ოქმის მიღებიდან) 5 სამუშაო დღის ვადაში (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − 3 სამუშაო დღის ვადაში), საჭიროების შემთხვევაში, უგზავნის საქმიანობის განმახორციელებელს და განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა) ვადას, აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებზე საკუთარი შეხედულებების წარსადგენად. 10 1 . საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებულ ან/და სააგენტოსთვის წარდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, რომლებიც საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს არ ეხება, სააგენტო უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს)/მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტებს). 11. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეპიდემიის/პანდემიის დროს  საჯარო განხილვა ტარდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; ბ) ჰიბრიდული ფორმატით (ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილზე საჯარო განხილვის ჩატარება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით,  რაც უზრუნველყოფს საჯარო განხილვაში საზოგადოების დისტანციურ მონაწილეობას). საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3879 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №93 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 4 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 ივლ. 2025
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024
  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №4

  • 3 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 84მუხლი 14

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 17ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა
  • 14ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 12ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის სკოპინგის პროცედურა

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4გეგმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
  • 12გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 32საზოგადოების ინფორმირება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 39მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 9 (დანართი 1)სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

აკვაკულტურის შესახებ

  • 34აკვაკულტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 26ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
84262549 (და…111232393414121716
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…საქართველოს ზოგადი ადმ…კომპანიის ნარჩენების მ…გარემოსდაცვითი შეფასებ…განსაკუთრებული მნიშვნე…ნარჩენების შეგროვების,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026