1.საჯარო განხილვა ღიაა. საჯარო განხილვაში მონაწილეობის, ასევე ზეპირი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
2.გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია ცენტრის წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
3.სგშ-ის ანგარიშსა და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვაში მონაწილეობას იღებენ ცენტრის, სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ცენტრი ასევე უზრუნველყოფს დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა წერილობით მიწვევას.
4.გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას უნდა ესწრებოდეს საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენელი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-309 - ვებგვერდი, 27.04.2022წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 19 ივნისის ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 20.06.2023წ.

