Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებმუხლი 1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავ­შირებულ სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლებში ფიზიკური პირებისათვის შესყიდულ საქონელზე, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევი ან მიქცეული ქონებისა) დარიგება-გადაცემაზე; დ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული და დადგენილი წესით დამტკიცებული განათლებისა და კულტურის სფეროში განხორციელებული პროგრამების ფარგლებში ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის პროგრამით გათვალისწინებულ შეძენილ ან/და შექმნილ ქონებაზე; ე) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ქონების გაგზავნა-გადაცემაზე, აგრეთვე საჩუქრის ან ჯილდოს სახით ქონების გადაცემაზე; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობებში წარმოებულ ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის განკარგვაზე; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების რეალიზაციაზე; თ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული და დადგენილი წესით დამტკიცებული პროგრამების (ქვეპროგრამების) ფარგლებში შეძენილ ქონებაზე, რომელიც პროგრამის (ქვეპროგრამის) შესაბამისად ექვემდებარება ფიზიკური პირების ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 თებ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

შემდეგი მუხლი 2

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 დეკ. 2021 · №2

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სახელმწიფო შესყიდვ… 10¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 2ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 31ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
  • 3ქონების მართვისა და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 2ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 104თავის რეგულირების სფერო

ქონების ლეგალიზების შესახებ

  • 4კანონის მოქმედების სფერო

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

კონკურენციის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 3კანონის რეგულირების სფერო

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34110¹1121104231311
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო ქონების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…ქონების ლეგალიზების შე…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2021 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026