Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალიცენზიებისა და ნებართვების შესახებმუხლი 1

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

რედაქცია №128 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ჯანდაცვის სტრუქტურირებაშესაბამისობაობიექტის ლიცენზირებაადმინისტრაციული და მარეგულირებელი დანაშაულებისამშენებლო ნებართვებიმედიკამენტების რეგულირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2³2⁴2⁵2⁶2⁷2⁹3

1.ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

2.ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებისა და  24-ე მუხლის 23-ე−24 1 და 54-ე პუნქტებისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს/ახორციელებენ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 4 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე − ცენტრალურ სისხლის დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 5 და 72 6 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს, და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის  მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10 1 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ასევე საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოს მიერ ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგად ხეტყის დამზადების უფლების მინიჭებაზე.

2¹.(ამოღებულია - 20.07.2018, №3218) .

2².(ამოღებულია - 20.07.2018, №3218) .

2³.ამ კანონის 24-ე მუხლის 17 1 −17 5 და 27-ე−27 4 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით .

2⁴.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის საქმიანობაზე.

2⁵.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის − მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.

2⁶.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობაზე.

2⁷.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როდესაც მიწისქვეშა სივრცეს იყენებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“. 2​ 8 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 50-ე და 51-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე, თუ ისინი ხორციელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში ან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და მათ ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი ან მის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ამ კანონის 24-ე მუხლის 50-ე პუნქტით (გარდა ამ მუხლის 2 9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და 51-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

2⁹.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე, 24-ე და 50-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე (50-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვით განსაზღვრულ საქმიანობაზე − იმ შემთხვევაში, თუ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის აქვს დელეგირებული), თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მერია ანდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო.

3.წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3176 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.120 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3427 - სსმ I, №25, 13.07.2006 წ., მუხ. 201 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3284 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.221 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4681 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5941 – ვებგვერდი, 03.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1076 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1684 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4490 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №856 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1706 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2262 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2628 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3306 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3218 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4081 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4080 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 აპრილის კანონი №4523 – ვებგვერდი, 24.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5696 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6916 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3479 – ვებგვერდი, 09.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4317 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1472 – ვებგვერდი, 01.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 14 მაისის კანონი №1570 – ვებგვერდი, 14.05.2026წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1584 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1773 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს. 2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 ​​​ 5 პუნქტებისა და  24-ე მუხლის 23-ე−24 1 და 54-ე პუნქტებისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს/ახორციელებენ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 ​​​ 5 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 4 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე − ცენტრალურ სისხლის დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 ​ 5 და 72 6 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს, და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის  მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10 ​ 1 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ასევე საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოს მიერ ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგად ხეტყის დამზადების უფლების მინიჭებაზე. 2 1 . (ამოღებულია - 20.07.2018, №3218) . 2 2 . (ამოღებულია - 20.07.2018, №3218) . 2 3 . ამ კანონის 24-ე მუხლის 17 1 −17 5 და 27-ე−27 4 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით . 2 4 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის საქმიანობაზე. 2 5 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის − მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. 2 6 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობაზე. 2 7 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როდესაც მიწისქვეშა სივრცეს იყენებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“. 2​ 8 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 50-ე და 51-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე, თუ ისინი ხორციელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში ან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და მათ ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი ან მის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ამ კანონის 24-ე მუხლის 50-ე პუნქტით (გარდა ამ მუხლის 2 9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და 51-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა. 2 9 .  ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე, 24-ე და 50-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე (50-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვით განსაზღვრულ საქმიანობაზე − იმ შემთხვევაში, თუ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის აქვს დელეგირებული), თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მერია ანდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო. 3. წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3176 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.120 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3427 - სსმ I, №25, 13.07.2006 წ., მუხ. 201 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3284 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.221 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4681 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5941 – ვებგვერდი, 03.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1076 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1684 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4490 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №856 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1706 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2262 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2628 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3306 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3218 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4081 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4080 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 აპრილის კანონი №4523 – ვებგვერდი, 24.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5696 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6916 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3479 – ვებგვერდი, 09.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4317 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1472 – ვებგვერდი, 01.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 14 მაისის კანონი №1570 – ვებგვერდი, 14.05.2026წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1584 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1773 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.
რედაქციების შედარება

1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს. 2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 ​​​​ 5 პუნქტებისა და  24-ე მუხლის 23-ე−24 ​ 1 და 54-ე პუნქტებისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს/ახორციელებენ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 ​​​​ 5 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას,საქმიანობებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 4 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე − ცენტრალურ სისხლის დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 ​ 5 და 72 6 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს, და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10 ​ 1 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს. 2 1 . (ამოღებულია - 20.07.2018, №3218) . 2 2 . (ამოღებულია - 20.07.2018, №3218) . 2 3 . ამ კანონის 24-ე მუხლის 17 1 −17 5 და 27-ე−27 4 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით . 2 4 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის საქმიანობაზე. 2 5 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის − მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. 2 6 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს საქმიანობაზე; [ 2 6 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობაზე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)] 2 7 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როდესაც მიწისქვეშა სივრცეს იყენებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“. 22​ 8 .  ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის  50-ე და 51-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე, თუ ისინი ხორციელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში ან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და მათ ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი ან მის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ამ კანონის 24-ე მუხლის 50-ე პუნქტით (გარდა ამ მუხლის 2 9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და 51-ე პუნქტებითპუნქტით გათვალისწინებული ნებართვებისნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა. 2 9 .    ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე23-ე, 24-ე და 24-ე50-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე,საქმიანობებზე (50-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვით განსაზღვრულ საქმიანობაზე − იმ შემთხვევაში, თუ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის აქვს დელეგირებული), თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მერია ანანდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო. 3. წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3176 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.120 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3427 - სსმ I, №25, 13.07.2006 წ., მუხ. 201 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3284 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.221 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4681 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5941 – ვებგვერდი, 03.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1076 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1684 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4490 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №856 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1706 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2262 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2628 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3306 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3218 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4081 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4080 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 აპრილის კანონი №4523 – ვებგვერდი, 24.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5696 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6916 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3479 – ვებგვერდი, 09.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4317 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1472 – ვებგვერდი, 01.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 14 მაისის კანონი №1570 – ვებგვერდი, 14.05.2026წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1584 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზირების დარღვევები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულირების შესაბამისობის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერნეტის რეგულაციები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №128

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
6
რედაქცია
7
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ნავთობისა და გაზის… 3კულტურული მემკვიდრ… 46მუხლი 24მუხლი 3მუხლი 6მუხლი 7საქართველოს სივრცი… 56

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 2კანონის რეგულირების სფერო

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

კონკურენციის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 3კანონის რეგულირების სფერო

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1131462436721156121
მითითებამნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…კულტურული მემკვიდრეობი…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს სივრცის და…სამეწარმეო საქმიანობის…ტექნიკური საფრთხის კონ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026