Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებმუხლი 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

მუხლი 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2021
თემები:აქტივების დაბრუნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე კანონის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება (შემდგომში – ქონება) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით; ა.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით; ა.გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით; ბ) ქონების განკარგვა − ქონების სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, ლიზინგის ფორმით გადაცემა, განადგურება, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით ფიზიკური ან/და იურიდიული პირების ან/და მათი გაერთიანებების მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ)  ხელისუფლების ორგანო – საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ე) საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელისუფლების ორგანოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული დაწესებულება/ორგანიზაცია; ვ) საკუთრება, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი – მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული განმარტებების მიხედვით; ზ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სარგებლობაში გადაუცემელი ქონების სარგებლობაში გადაცემა ხელისუფლების ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის; თ) მთავრობა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; ი) სამინისტრო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; კ) მინისტრი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; ლ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე რეგისტრირებული წილები და აქციები; მ) მართვის უფლებით გადაცემა – წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური პირისათვის, იურიდიული პირისათვის, პირთა გაერთიანების ან/და სხვა სუბიექტისათვის; ნ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს ქონების პრივატიზების ხელშეწყობას; ო) უძრავი ქონება – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები; პ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – ქონების განკარგვისას წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; ჟ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას; რ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია; ს) საწყისი საპრივატიზებო თანხა − ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება; ტ) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხა, რომლითაც ხდება ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება საწყისი საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); უ) საპრივატიზებო შემოსულობა – ქონების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში; ფ) საპრივატიზებო საფასური – ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ქ) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა, რომლითაც ხდება ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება; ღ) სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერ სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხისაგან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 12 თებერვლის კანონი N01-ს - ვებგვერდი, 15.02.2021 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი N22-ს - ვებგვერდი, 20.12.2021 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე კანონის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება (შემდგომში – ქონება) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით; ა.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით; ა.გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით; ბ) ქონების განკარგვა − ქონების სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, ლიზინგის ფორმით გადაცემა, განადგურება, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით ფიზიკური ან/და იურიდიული პირების ან/და მათი გაერთიანებების მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ)  ხელისუფლების ორგანო – საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ე) საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელისუფლების ორგანოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული დაწესებულება/ორგანიზაცია; ვ) საკუთრება, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი – მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული განმარტებების მიხედვით; ზ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მიერ სარგებლობაში გადაუცემელი ქონების სარგებლობაში გადაცემა ხელისუფლების ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის; თ) მთავრობა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; ი) სამინისტრო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო; კ) მინისტრი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი; ლ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე რეგისტრირებული წილები და აქციები; მ) მართვის უფლებით გადაცემა – წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური პირისათვის, იურიდიული პირისათვის, პირთა გაერთიანების ან/და სხვა სუბიექტისათვის; ნ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს ქონების პრივატიზების ხელშეწყობას; ო) უძრავი ქონება – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები; პ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – ქონების განკარგვისას წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; ჟ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას; რ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია; ს) საწყისი საპრივატიზებო თანხა − ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება; ტ) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხა, რომლითაც ხდება ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება საწყისი საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); უ) საპრივატიზებო შემოსულობა – ქონების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში; ფ) საპრივატიზებო საფასური – ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ქ) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა, რომლითაც ხდება ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება; ღ) სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერ სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხისაგან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 12 თებერვლის კანონი N01-ს - ვებგვერდი, 15.02.2021 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი N22-ს - ვებგვერდი, 20.12.2021 წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2021
  2. 15 თებ. 2021
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქტივების კონფისკაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2021-12-15 · №2

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2021-12-20
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 3ქონების მართვისა და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
  • 31ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
  • 1კანონის რეგულირების სფერო

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 2ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 1—

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 105ტერმინთა განმარტება

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ქონების ლეგალიზების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 147ცნება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
131314722210533112
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საკუთრებაში…სახელმწიფო ქონების შეს…სახელმწიფო ქონების პრი…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფოს საკუთრებაშ…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2021