თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

მუხლი 12. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევა

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხდება: ა) საომარი მდგომარეობის დროს; ბ) საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის დროს; გ) სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და გაწვევის ვადას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. აღნიშნულ პირთა გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45  დღეს.

3.პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხდება თავდაცვის ძალების მიერ განსაზღვრული რაოდენობისა და კატეგორიის მიხედვით.

4.სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის ადგილი განისაზღვრება გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

5.სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს  სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანა, თუ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური) აღნიშნული ფუნქციის დროულად განხორციელებას ვერ უზრუნველყოფს. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 21 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18197³1822133310514 (დ…53999310612
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებპროფესიული საჯარო მოხე…არასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…