თავდაცვის კოდექსი

მუხლი 93. სამობილიზაციო რეზერვი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის გაძლიერების, მხარდაჭერისა და დანაკარგების შევსების მიზნით.

2.პირი, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში.

3.პირის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.60 წელს გადაცილებული პირი სურვილის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში 5 წლამდე ვადით.

5.სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები.

6.სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით, აგრეთვე მობილიზაციის დროს გამოძახების შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვისტის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის  გაძლიერების, მხარდაჭერისა და დანაკარგების შევსების მიზნით. 2. პირი, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში. 3. პირის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. 60 წელს გადაცილებული პირი სურვილის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში 5 წლამდე ვადით. 5. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები. 6. სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით, აგრეთვე მობილიზაციის დროს გამოძახების შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვისტის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 ნაწილი უარს უკავშირებს სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლას; მე-3 ნაწილით ჩარიცხვა-ამორიცხვას მთავრობის დადგენილება არეგულირებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
184357161197³1810513 (დ…94959993
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…არასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა