არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

მუხლი 18. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირი, რომელიც დათხოვნილ იქნა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ამ სამსახურის რეზერვში ირიცხება 60 წლამდე.

1¹.პირი, რომელიც დათხოვნილ იქნა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ვალდებულია დათხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურში აღრიცხვაზე დასადგომად.

2.პირი, რომელიც ჩაირიცხა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში, შეიძლება გაწვეულ იქნეს არასაბრძოლო მიზნებისთვის − საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, აგრეთვე მობილიზაციის დროს.

3.არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის აღრიცხვას, გაწვევას, გამოძახებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში სამსახურის გავლის წესი და პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირი საბრძოლო მომზადების გავლას არ ექვემდებარება.

4.ამ კანონის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვის აღრიცხვის მიზნით, აგრეთვე სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2039 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3584 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3816 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №714 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. თავი III 1 . გარდამავალი დებულებანი საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2018

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18356¹21¹⁰³3176410548939410718
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასამხედრო ალტერნატიუ…თავდაცვის კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…მობილიზაციის შესახებსაჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა