საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 17. კონცესიონერის შერჩევის წესი და შერჩევის პროცესის სახეები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონცესიონერის შერჩევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო  შერჩევის პროცესის საფუძველზე, ამ მუხლისა და ამ კანონის მე-18−მე-20 მუხლების შესაბამისად.

2.კონცესიონერის შესარჩევად გამოცხადებული შერჩევის პროცესი შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული.

3.საჯარო შერჩევის პროცესი ღიაა შერჩევის პროცესის მონაწილისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

4.შერჩევის პროცესი საჯაროა, გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან დაკავშირებული შერჩევის პროცესისა, რომელიც დახურულია. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტთან დაკავშირებით ჩასატარებელი შერჩევის პროცესი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კონცესიონერის შერჩევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო  შერჩევის პროცესის საფუძველზე, ამ მუხლისა და ამ კანონის მე-18−მე-20 მუხლების შესაბამისად. 2. კონცესიონერის შესარჩევად გამოცხადებული შერჩევის პროცესი შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. 3. საჯარო შერჩევის პროცესი ღიაა შერჩევის პროცესის მონაწილისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებს. 4. შერჩევის პროცესი საჯაროა, გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან დაკავშირებული შერჩევის პროცესისა, რომელიც დახურულია. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტთან დაკავშირებით ჩასატარებელი შერჩევის პროცესი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43²1952 (და…19 (დ…26 (დ…20191881272817
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო და კერძო თანამშ…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს სარკინიგზო…საჯარო სამსახურში კონკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა